კლანის ინტერესები ევროინტეგრაციაზე მაღლა - როგორია ოლიგარქის გუნდის პრიორიტეტები? კობახიძემ დახურულად გამოაცხადა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საკითხი. ხელისუფლება მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციასაც, თითქოს ევროკომისიის მიერ შეთავაზებული მექანიზმი ითვალისწინებს უცხოელების მიერ ქართველი მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნას. არადა, ლაპარაკია სასამართლოს მმართველი რგოლის წესიერების ტესტზე, სწორედ იმ პირების შემოწმებაზე, რომელიც ძირითადად კლანს წარმოადგენს და ნაწილი, ამერიკის მიერ სანქცირებულია.